ბარსელონა, ვილიარეალი, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “მეოთხე მსაჯმა მითხრა, რომ პენალტი იყო“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„კამერასთან ინციდენტის გამო ჩემს დასჯას აპირებენ. ამ საკითხზე მეტი საუბარი არ მსურს, რადგან ვითარება უფრო გართულდება. დღევანდელი მარცხი ჩვენი შეცდომების ბრალია. მეოთხე მსაჯმა მითხრა, რომ პენალტი იყო. ყველაფრის ხილვა თქვენი თვალით შეგიძლიათ. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ლა ლიგა საქმეს ძალიან გვირთულებს.

არ არსებობს ამ მატჩის წაგების ახსნა, რომლის მოგებასაც ვიმსახურებდით. მძიმე დარტყმა მივიღეთ, გუნდი ემოციურად ძალიან ცუდად არის. ჩემს მოთამაშეებს სიმწიფე აკლიათ. 3:2-ს ვიგებდით და ფიქრობდნენ, რომ თამაში დასრულდა. ამის სასწავლებლად წლები დასჭირდებათ. მეორე ტაიმში კარგები ვიყავით, მაგრამ მაინც წავაგეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ „ბარსელონა“ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩა და ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მნიშვნელოვნად გაირთულა.

ასევე გეტყვით, რომ „ბლაუგრანამ“ უკანასკნელად საკუთარ სტადიონზე გოლი 1994 წელს ესპანეთის სუპერ თასზე „სარაგოსას“ წინააღმდეგ გაუშვა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სევილიას ტოვებს - რაკიტიჩი ალ შაბაბს შეუთანხმდა
სევილიას ტოვებს - რაკიტიჩი ალ შაბაბს შეუთანხმდა