ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ კაიოდე
Aa
Aa

კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია - კაიოდე ნაპოლისთან დაპირისპირებაზე

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინა’’ „ნაპოლის’’ შეხვდება. ფლორენციელთა 19 წლის მარჯვენა მცველმა მაიკლ კაიოდემ „პარტენოპეისთან’’ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ამ მატჩის მიმართ ბრწყინვალე მოლოდინებია. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ჩვენი იდეები მოედანზე გადავიტანოთ და თასი ავწიოთ. კვარაცხელია? ის ტოპ ფეხბურთელია, რომელიც სერია ა-ში ჩატარებულ შეხვედრებში შევისწავლე. მასთან შეხვედრა კარგი დუელი იქნება.

ჩვენი წარმატების გასაღები? გუნდურობა, ერთსულოვნება’’.

იტალიის სერია ა-ს ამ სეზონის მე-8 ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე’’ „ფიორენტინასთან’’ 1:3 დამარცხდა. ამ მატჩში კაიოდემ ხვიჩა კვარაცხელია გაანეიტრალა, ქართველს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი შეუშალა.

ოქტომბერში, ამ თამაშის შემდეგ „ფიორენტინას'' მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კაიოდე-კვარაცხელიას დაპირისპირებაზე ისაუბრა:

„კაიოდე ყოველ მატჩში პროგრესირებს. შეხვედრამდე ვუთხარი, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ითამაშებდა. თუ მას შანსს მისცემ, წნეხში მოგაქევს. კვარაცხელიას წინააღმდეგ უპრობლემოდ თამაში მარტივი არ იყო. კაიოდე სწრაფად ვითარებდა, მაღალ დონეზე თამაშობს''.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს, „ნაპოლის'' კრიზისის ფონზე ქართველს მაინც კარგი სტატისტიკა აქვს, სერია ა-ს 19 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვს მატჩში მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა.

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლი'' - „ფიორენტინას'' შეხვედრა 18 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში მილანის „ინტერი'' „ლაციოს'' დაუპირისპირდება. ორივე ნახევარფინალსა და ფინალს საუდის არაბეთი მასპინძლობს.

View this post on Instagram

A post shared by Lega Serie A (@seriea)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები