ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

FIFA The Best | მწვრთნელები და კაპიტნები, რომლებმაც ხმა კვარას მისცეს

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მე-10 ადგილი დაიკავა. „კვარამ“ 7 ქულა დააგროვა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესოა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების ვინაობა, რომლებმაც ხვიჩა თავიანთ რჩეულთა შორის შეიყვანეს.

გლენსონ პრინსი (დომინიკის ნაკრების კაპიტანი): 1) ერლინგ ჰოლანდი, 2) როდრი, 3) ხვიჩა კვარაცხელია.

ამირ რაჰმანი (კოსოვოს ნაკრების კაპიტანი): 1) ვიქტორ ოსიმენი, 2) ხვიჩა კვარაცხელია, 3) ლიონელ მესი.

გიორგი ჯიქია (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): 1) ხვიჩა კვარაცხელია, 2) ლიონელ მესი, 3) კევინ დე ბრუინი.

მაიკლ ფინდლეი (ბერმუდის ნაკრების თავკაცი): 1) ერლინგ ჰოლანდი, 2) კევინ დე ბრუინი, 3) ხვიჩა კვარაცხელია.

რაულ სავოი (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრების თავკაცი) 1) ერლინგ ჰოლანდი, 2) ხვიჩა კვარაცხელია, 3) ვიქტორ ოსიმენი.

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ნაკრების თავკაცი) 1) ლიონელ მესი, 2) კევინ დე ბრუინი, 3) ხვიჩა კვარაცხელია.

ტიმო იანკოვსკი (ფიჯის ნაკრების თავკაცი) 1) ერლინგ ჰოლანდი, 2) კილიან მბაპე, 3) ხვიჩა კვარაცხელია.

ალონ ჰაზანი (ისრაელის ნაკრების თავკაცი) 1) ლიონელ მესი, 2) ერლინგ ჰოლანდი, 3) ხვიჩა კვარაცხელია.

ვინჩენცო ალბერტო ანეზე (ნეპალის ნაკრების თავკაცი) 1) ერლინგ ჰოლანდი, 2) ხვჩა კვარაცხელია, 3) კევინ დე ბრუინი.

ცნობისთვის, „კვარა“ ლიონელ მესის (პირველი), ერლინგ ჰოლანდს (მეორე), კილიან მბაპეს (მესამე), კევინ დე ბრუინს (მეოთხე), ვიქტორ ოსიმენს (მეხუთე), როდრის (მეექვსე), ხულიან ალვარესს (მეშვიდე), ბერნარდუ სილვასა (მერვე) და ილქაი გიუნდგოგანს (მეცხრე) ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა