მაცარი სქემას არ ცვლის - მაცოკის ფაქტორი და სავარაუდო 11-ეული
იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე’’ „სალერნიტანას’’ მიიღებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მაცარი ტაქტიკურ ფორმაციას არ შეცვლის, გუნდს კვლავ 4-3-3 ფორმაციით ათამაშებს.
სერია ა-ს გასულ ტურში „ტორინოსთან’’, მეორე ტაიმში მაცარიმ მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო ცენტრალურ მცველად გაამწესა, თამაშში პასკუალე მაცოკი ჩართო, რომელმაც მარჯვენა „ლატერალის’’ პოზიციაზე ითამაშა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით, 50-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო, სადებიუტო მატჩში გააძევეს.
მაცარის ფორმაციის შეცვლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მაცოკიმ სადებიუტო მატჩი ცუდად ჩაატარა. შესაძლოა, დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ მაცარი 5-მცველიან სქემას დაუბრუნდეს, თუმცა „სალერნიტანასთან'' ეს არ მოხდება.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ნაპოლის’’ სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული „სალერნიტანასთან’’ ასეთი იქნება: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი, გაეტანო, ლობოტკა, ჟელინსკი, პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია
სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლი'' „სალერნიტანას'' მიიღებს, მატჩი 13 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.