დამაჯერებელი გამარჯვება - შოთა არველაძემ კარაგუმრუკში პირველი მატჩი მოიგო
თურქეთის სუპერ ლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის „კარაგუმრუკმა“ „კაისერისპორს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.
„კაისერისპორი“ გამარჯვების შემთხვევაში 32 ქულას აგროვებდა და „ბეშიქთაშს“ მე-4 ადგილს ართმევდა, თუმცა არველაძის გუნდთან უშანსოდ დამარცხდნენ.
ეს შოთასთვის „კარაგუმრუკში“ პირველი გამარჯვებაა. წინა 3 შეხვედრა წაგებული ჰქონდათ და დღეს მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველ ტაიმში მარკუს როდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. 52-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 4-1 იყო.
20-გუნდიან ჩემპიონატში არველაძის გუნდს 19 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „კარაგუმრუკი“ (13 იანვარს) სტუმრად „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება.
— VavaCars Fatih Karagümrük SK (@karagumruk_sk) January 10, 2024