ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ემანუელ ადებაიორი
Aa
Aa

ადებაიორი: “დროა ოსიმენი პრემიერ ლიგაში წავიდეს“

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.

მაგალითად გუშინ მისმა მეგობარმა განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალი“ გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის და ეს ყველაფერი ადრე, თუ გვიან მაინც მოხდება.

დღეს კი „მეთოფეების“ ყოფილი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ინგლისურ მედიას ოსიმენის შესახებ ესაუბრა.

რა თქვა ადებაიორმა?

„ვიქტორს სწორი მიდგომა და მენტალიტეტი აქვს. ეს კი მას ინგლისში თამაშში დაეხმარება. ვლოცულობ, რომ პრემიერ ლიგაში გადავიდეს. იქაურობა მსოფლიოში საუკეთესო ადგილია. ოსიმენმა იტალიაში ყველაფერი დაავიწყდა, ახლა ინგლისის ჯერია. ვფიქრობ, ახლა შესაფერისი დროა.

ოსიმენმა დიდიე დროგბას გზა უნდა გააგრძელოს და პრემიერ ლიგაში მწვერვალები დაიპყროს. მას ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. ინგლისი ვიქტორ ოსიმენს ელოდება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგა არ გამოვიდა - ჰენდერსონმა ბაიერნს და ბაიერს მიმართა
პრემიერ ლიგა არ გამოვიდა - ჰენდერსონმა ბაიერნს და ბაიერს მიმართა