რეალი, არდა გიულერი
Aa
Aa

“ის ნამდვილი ბრილიანტია“ - თანაგუნდელებმა არდა გიულერი შეაფასეს

მადრიდის „რეალში“ არდა გიულერის დებიუტი შედგა. თურქმა ფეხბურთელმა კოპა დელ რეიზე „არანდინას“ წინააღმდეგ ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა ტალანტი კარლო ანჩელოტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მინდვრიდან 59-ე წუთზე გაიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანჩელოტიმ, ხოსელუმ და როდრიგომ თურქი ნახევარმცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

ანჩელოტი:

„არდა გიულერი დონეს ნელ-ნელა აუმჯობესებს. მან თავისი ხარისხი აჩვენა. მთავარი სი არის, რომ დაბრუნდა.“

ხოსელუ:

„არდა გიულერი ნამდვილი ბრილიანტია. მას უდიდესი საფეხბურთო ხარისხი აქვს.“

როდრიგო:

„ვფიქრობ, არდა გიულერი მადრიდის „რეალში“ თავის ეპოქას შექმნის. მას უსაზღვრო ნიჭი აქვს, რომელსაც იმედი მაქვს, სულ მალე გამოიყენებს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა“
აგენტი: “ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა“