ნატალია ოთხმეზური
Aa
Aa

38 ქულა 38 წუთში - ნატალია ოთხმეზურის საოცარი თამაში ამერიკაში

აშშ-ში, უმაღლეს ქალთა სტუდენტურ ლიგაში ნატალია ოთხმეზურმა საოცრად ითამაშა, 38 წუთში 38 ქულა ჩააგდო. მეტრო ატლანტიკ ატლეტიკის კონფერენციაში ოთხმეზურის გუნდმა „აიონა გაელსმა’’ „მარისტ რედ ფოქსი’’ 70:60 დაამარცხა.

23 წლის ნატალიამ 9-დან 7 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.  ასევე, მის აქტივში 4 მოხსნა და 1 პასია. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა.

„აიონა გაელსმა’’ 3-დან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, შემდეგ ტურში „ფეირფილდ სტაგსს’’ შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ოთხმეზურის თამაშის ის ვიდეო გაავრცელა, რომელიც ESPN-ის ეთერში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები