ჯეისონ ტეიტუმი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯეილენ ბრაუნი, ჯრუ ჰოლიდეი, რუი ჰაჩიმურა, დერიკ უაითი, კრისტაპს პორზინგისი
Aa
Aa

NBA-ის კლასიკა | ბოსტონმა ლეიკერსს სტუმრად მოუგო

„ბოსტონ სელტიქსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მოსისხლე მტერი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად დაამარცხა. „კელტებმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს, ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გუნდმა კი ბოლო 6 მატჩიდან მეხუთე წააგო.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. „ბოსტონმა“ პირველ მეოთხედში მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო, თუმცა „ლეიკერსმა“ მეორე მეოთხედი 34:26 მოიგო და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. მესამე პერიოდში, „სელტიქსმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და „ლეიკერსს“ 41 ქულა ჩაუგდო, თავად კი 33 მიიღო. ბოსტონელები გადამწყვეტ მეოთხედს 9-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ და კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნეს - 126:115.

„სელტიქსს“ კრისტაპს პორზინგისმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. ჯეისონ ტეიტუმს 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა, ჯეილენ ბრაუნმა 19 ქულა დააგროვა, ჯრუ ჰოლიდეიმ და დერიკ უაითმა 18-18 ქულა გააკეთეს. „ლეიკერსის“ მხრიდან 40 ქულით, 13 მოხსნითა და 4 ასისტით ენტონი დევისი გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსს 16 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა, რუი ჰაჩიმურამ მატჩი 12 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „ბოსტონს“ 23 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველია. „ლეიკერსის“ ანგარიშზე 16 მოგება და 15 მარცხია და ლოს ანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ფასმა ისევ მოიმატა - ქართველი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!
მამარდას ფასმა ისევ მოიმატა - ქართველი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!