რომა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“კვარა მოჩვენებაა, ანგისა ნაზი გოგონა“ - მწვავე კრიტიკა ჟურნალისტისგან

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „რომასთან“ 0:2 დამარცხდა. ამ წაგებას კი დიდი კრიტიკა მოყვა. მაგალითად, იტალიელი ჟურნალისტი უმბერტო კიარიელო Campania Sport-ის ბორდკასტში სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს მწვავედ აკრიტიკებს.

რა თქვა კიარიელომ?

„მოდით გულწრფელი ვიქნები. ვერ მიპოვით იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც თვლიან, რომ „ნაპოლიმ“ მსაჯის შეცდომების გამო წააგო. ალიბს ნუ ეძებთ!! კოლომბო ამ მომენტში იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია. შეთქმულების თეორიის არ მჯერა. კოლომბო ასეთი არ არის. „ნაპოლიმ“ თავი მოიკლა! გუნდმა საკუთარი თამაში და ვინაობა დაკარგა. „ნაპოლი“ სამარცხვინო იყო. დღეს მოქმედი ჩემპიონი სპალეტის ფორმაციის გუნდის ფერმკრთალი ასლია.

„ნაპოლიმ“ დაკარგა სული, თამაში, ინტენსივობა და ფეხბურთელები. კვარა მოჩვენებაა! ანგისა ნაზი გოგონა, რომელიც ნახევარდაცვაში უბრალოდ დასეირნობს. რაჰმანი? ბელოტი ფაქტობრივად მის წინ სიგარეტს ეწეოდა და ჩაის სვამდა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ ვალტერ მაცარის გუნდი სატურნირო ცხრილში დაქვეითდა. „ნაპოლის“ 27 ქულა დარჩა და მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში „პარტენოპეი“ „მონცას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 29 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

ხვიჩას მომენტები „რომასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არიგო საკი: “მილანი გუნდი არ არის, რაღაც სიბნელეს ჰგავს“
არიგო საკი: “მილანი გუნდი არ არის, რაღაც სიბნელეს ჰგავს“