ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„შანსები ნულის ტოლია, სუპერ ლიგა არ შედგება“ - ლა ლიგის პრეზიდენტი

სუპერ ლიგის წინააღმდეგ სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ევროპულ საფეხბურთო სამყაროში დაძაბულობამ მოიმატა.

ამ თემასთან დაკავშირებით ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც ისაუბრა.

ტებასს მიაჩნია, რომ სუპერ ლიგას პროექტს განხორციელების შანსი არ აქვს.

„შანსები ნულის ტოლია, წაიკითხეთ რეზოლუცია. ისინი ნულის ტოლია. დღეს ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რადგან გაცილებით მეტად ვარ დარწმუნებული იმაში, რაც ევროპულ ფეხბურთში მოხდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს 15 წელიწადში.

მე არ მინახავს ფლორენტინო ფერესის მხარდასაჭერად კლუბების რიგი დამდგარიყო. მე მხოლოდ ერთი კლუბი ვნახე - ის, რომელიც ითამაშებს ორგუნდიან ტურნირში, რომელიც ყოველ კვირას გაიმართება მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის.

ვნახოთ, რომელი კლუბები გაავრცელებენ შემდგომ განცხადებებს, მაგრამ განსახილველი თემა ძალიან ნათელია: სუპერ ლიგა არ შედგება“,

- განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, სუპერ ლიგაში თამაშის სურვილი „ნაპოლიმაც“ გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის და ბარსას შემდეგ ნაპოლიც - დე ლაურენტისი სუპერ ლიგას ემხრობა
რეალის და ბარსას შემდეგ ნაპოლიც - დე ლაურენტისი სუპერ ლიგას ემხრობა