მარსელომ
Aa
Aa

მარსელომ "ჟირონასთან" მატჩში კარიერის ანტირეკორდი დააფიქსირა

ლა ლიგის მე-10 ტურში "ჟირონასთან" (1-2) დამარცხების შემდეგ, "რეალის" ფეხბურთელთა სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

მადრიდელთა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მარსელომ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

"ბლანკოსის" ვიცეკაპიტანმა შეხვედრაში 7 არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთი კი 16-ჯერ დაკარგა. საბოლოოდ, ზიდანმა მას მოედანი 66-ე წუთზე დაატოვებინა.

როგორც წესი, მარსელოს მატჩში ბურთს მაქსიმუმ 4-5 ჯერ კარგავს. მისი პასების სიზუსტე კი 75%-ს უტოლდება. "ჟირონასთან" დაპირისპირების დროს, მისი პროცენტული მაჩვენებელი რეკორდულად დაბალი იყო.

თუ, ბრაზილიელმა ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული, რომ ძირითადში ადგილიც დაკარგოს. "რეალს" სათადარიგოთა სკამზე ძალიან მოტივირებული 20 წლის ტეო ერნანდესი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები