ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი VS ბაიერნი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიუნხენის „ბაიერნის“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მანჩესტერის გასვლის შანსები

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი თავის თავზე დამოკიდებული არ არის. ამ მომენტში, „წითელ ეშმაკებს“ ჯგუფში 4 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე იმყოფებიან. იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერი“ „ბაიერნს“ მოუგებს, ხოლო „კოპენჰაგენის“ და „გალათასარაის“ შეხვედრა ფრედ არ დასრულდება, ასეთ შემთხვევაში „იუნაიტედი“ ჯგუფში ჩარჩება.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მიუნხენში გაიმართა. გულშემატკივრებმა უხვგოლიანი მატჩი იხილეს. „რეკორდმაისტერმა“ 4:3 მოიგო და ერიკ ტენ ჰაგის გუნდის წარუმატებლობა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ აქედან იწყება.

შიდა ჩემპიონატი

ბევრისთვის გასაკვირად, ბუნდესლიგაში წელს „ბაიერნი“ ისეთი დომინანტი აღარ არის, როგორიც გასულ სეზონებში. მაგალითად, წინა ტურში ტუხელის გუნდი სტუმრად „აინტრახტთან“ 5:1 განადგურდა. ამ მატჩის შემდეგ კი პირველ ადგილოსან ლევერკუზენის „ბაიერთან“ სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა, თუმცა „რეკორდმაისტერს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება „იუანიტედს“, ნოემბერი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ტენ ჰაგი თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა, მაგრამ პრემიერ ლიგის გასულ ტურში, საკუთარ კედლებში „ბორნმუთთან“ 0:3 დამარცხდა. „მანჩესტერი“ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილზეა.

დანაკლისი:

ამ მხრივ ტენ ჰაგს სერიოზული პრობლემები აქვს. „ბაიერნთან“ მის განკარგულებაში კაზემირო, ერიქსენი, მარტინესი, მაუნტი, ლინდელოფი, მალასია და დიალო არ იქნებიან.

ტომას ტუხელს კი სერჟ გნაბრი გამოაკლდა. ასევე ტრავმირებულია მატიას დე ლიხტი. სხვა მხრივ, „ბაიერნს“ მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვს.

რა თქვა ტენ ჰაგმა მატჩის წინ?

უარყოფით სცენარებზე არასდროს ვფიქრობ, ყოველთვის პოზიტიურად ვართ განწყობილნი. უნდა გავიმარჯვოთ, რათა ევროპულ ტურნირებზე დავრჩეთ, ეს არის მთავარი. ბოლო კვირებში ვაჩვენეთ, რომ როდესაც საუკეთესოდ ვთამაშობთ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს არის ჩვენი გუნდი. გვქონდა კარგი თამაშები და კარგი შედეგები. ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია, მაგალითად „ჩელსისთან“, „ევერტონთან“ და „გალათასარაისთან“ მატჩებს მოვიყვან. ჩვენს გუნდს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

იყო ეტაპები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით. დიდი ხნის განმავლობაში ყველა მეტოქეს ტოლ-სწორ წინააღმდეგობას ვუწევდით. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. როდესაც „ბაიერნს“ ეთამაშები, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. „ჩელსისაც“ საოცარი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, მათზე დომინირება შევძელით.“

რა თქვა ტომას ტუხელმა მატჩის წინ:

„აინტრახტთან“ 5:1 მარცხზე: მეტოქემ შეცდომების გამო საკმაოდ დიდი შედეგით დაგვსაჯა, ეს ანგარიში ძალიან მტკივა. ეს შიდა ჩემპიონატში პირველი მარცხი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს სწორი რეაქცია ექნება. შეცდომები კარგად გავაანალიზეთ და ახლა, ფეხბურთის ამ უდიდეს ეტაპზე სწორი რეაქციის გამოვლენის შესაძლებლობა გვექნება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ: კლუბს აქვს გარკვეული აურა, რომელიც „იუნაიტედის“ დნმ-ის ნაწილია, რითაც რთული მომენტების გადალახვა შეუძლია. მათ აქვთ როგორც აღმავლობა, ისე ვარდნა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი გოლი გაიტანეს. ძლიერ მომენტებში ყველა ხედავთ რასაც აკეთებენ, ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ. ამას ემატება სტადიონიც, რომელიც განსაკუთრებულ მომენტებს ქმნის. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ მომავალი დაპირისპირება 12 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

შეძლებს მანჩესტერი ჯგუფიდან გასვლას?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ქოჩორაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ქოჩორაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია