პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, სერ ალექს ფერგიუსონი, რუუდ გულიტი
Aa
Aa

გულიტი: ანჩელოტი გუარდიოლასა და ფერგიუსონზე მაღლა დგას

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი მიიჩნევს, რომ კარლო ანჩელოტი პეპ გუარდიოლაზე მაღლა დგას.

„ვფიქრობ, ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო ალექს ფერგიუსონზე და პეპზე ოდნავ მაღლა დგას. ის არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ევროპული წარმატებების მეფე.

სერ ალექსმაც და პეპმაც ისტორია შექმნეს, მაგრამ შევხედოთ, რას მიაღწია ანჩელოტიმ. ის არის მეფეთა მეფე, ის საუკეთესოა. ვამაყობ მისით“,

- განაცხადა გულიტმა, რომელიც კარლოსთან ერთად „როსონერიში“ 1987-1992 წლებში თამაშობდა.

ანჩელოტი საკუთარ მომავალზე

„რას ვიზამ თუ საუდის არაბეთიდან 500 მილიონ ევროს შემომთავაზებენ? თვითმფრინავი არ დამჭირდება, ფეხით ჩავალ. რა თქმა უნდა ვხუმრობ, ფული არ მაინტერესებს. გავიზარდე ოჯახში, რომელშიც ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარია თავს როგორ გრძნობ და აქ ბედნიერი ვარ“.

- განაცხადა „პაპა კარლომ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ ძირითადში დაიწყო და 76 წუთი ითამაშა | გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს
ბუდუმ ძირითადში დაიწყო და 76 წუთი ითამაშა | გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს