აურელიო დე ლაურენტისი, მარიო ბალოტელი, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: ბალოტელის ნაპოლიში თამაში სურს, თუმცა დე ლაურენტისი შანსს არ აძლევს

ანტონიო კასანომ Muschio Selvaggio-ზე პოდკასტში მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საუკეთესო იტალიელი ფორვარდია.

კასანო ამბობს, რომ ბალოტელის „ნაპოლიში“ თამაშის სურვილი აქვს, თუმცა დე ლაურენტისი მას ამის საშუალებას არ აძლევს.

„დღეს თუ მკითხავთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი იტალიელი თავდამსხმელი, ამ მომენტში ეჭვი არ მეპარება და გეუბნებით, რომ ეს მარიო ბალოტელია. იმობილე? ფეხბურთის თამაში არ ნიშნავს მხოლოდ გოლების გატანას. ბალოტელი მასზე ბევრად ძლიერია: მე მის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას ვისურვებდი, რადგან ის ყველაზე ძლიერია.

უგუნური მოთამაშეა? ჩემთვის ეს დროის ფლანგვას ნიშნავს, ნარკოტიკების მიღებას. უაზრო ცხოვრებით ცხოვრებას. და ეს მისი საქმე არ არის. იტალიაში იარლიყს რომ დაგაკერებენ, შემდეგ მას უკან არ იღებენ.

ბალო ნაპოლის გულშემატკივარია, ის და ოსიმენი კარგ დუეტს შექმნიდნენ, თუმცა როგორც ჩანს, დე ლაურენტისი ამის წინააღმდეგია“.

- განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბალოტელი ამჟამად თურუქლი „ადანა დემირსფორის" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე