ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

კიელინი: ვესტ ჰემი სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა - პრემიერლიგა ყველაზე მაღლა დგას

ჯორჯო კიელინიმ პრემიერ ლიგა სხვა ჩემპიონატებზე მაღლა დააყენა.

„ინგლისში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია, რადგან იქ ფიზიკურად 100 პროცენტზე მეტით უნდა იყო მზად. ეს ლიგა ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში. ცოტას შეუძლია მას სწრაფად მოერგოს. იქ მოთამაშეებს დრო არ ეძლევათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

სკამაკამ სასუოლოში ერთი წელი გაატარა, ამიტომ მისთვის წესტ ჰემში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა რთული იყო. ის ძალიან კარგი მოთამაშეა და იმსახურებს ცოტა მეტი დროის დათმობას, რათა გუნდმა მის მიმართ ცოტა მეტი ნდობა გამოიჩინოს. მაგრამ მე მესმის, რომ იქ ვერ დაელოდებიან, რადგან მოგება სჭირდებათ. თუ უფრო ძლიერი მოთამაშეა, ის უნდა ათამაშო“.

- მაშ, ეს არ არის კულტურული განსხვავებების საკითხი?

„არა. იგივე იქნებოდა სკამაკა რომ იუვენტუსში, ინტერში ან მილანში გადასულიყო. მას დრო დასჭირდებოდა.

იტალიაში შეიძლება უფრო ადვილი იყოს, რადგან ის ჩემპიონატს იცნობს, მაგრამ ვესტ ჰემი სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა.

სმოლინგი, ტომორი, ლოფტუს-ჩიკი გინახავთ? ფიზიკურად, ისინი სამჯერ უკეთესები არიან, ვიდრე იტალიელი ფეხბურთელები. მათ აქვთ ისეთი უპირატესობა, რომელიც საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგეები გაანადგურონ. და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ადვილი არ არის“,

- თქვა კიელინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაცარი: როცა კვარაზე 3 მოთამაშე გადადის, სხვაგან სივრცე ჩნდება და ეს უნდა ავითვისოთ
მაცარი: როცა კვარაზე 3 მოთამაშე გადადის, სხვაგან სივრცე ჩნდება და ეს უნდა ავითვისოთ