რონალდ არაუხო
Aa
Aa

ასტრონომიული შეთავაზება | მანჩესტერმა არაუხოს შესაძენად ყველაფერი გააკეთა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ მცველის, რონალდ არაუხოს გადაბირებით სერიოზულად იყო დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა, Diario Sport-ი ავრცელებს და დეტალებს გვიზიარებს.

Diario Sport-ის მიხედვით, 2022 წელს, „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა არაუხოს „ასტრონომიული“ წინადადებით მიმართეს და მისი შეძენა სცადეს. მანჩესტერელები მზად იყვნენ, არაუხოს ხელფასი გაეორმაგებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა „წითელი ეშმაკები“ უარით გაისტუმრა და „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. კატალონიელები არაუხოს თამაშით კმაყოფილი არიან და გეგმავენ, მასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, რათა თანამშრომლობა გაგრძელდეს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში არაუხომ ყველა ტურნირზე ერთად, 13 შეხვედრა გამართა. ურუგვაელმა ესპანეთის ლა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ. მან მოედანზე 1020 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ცენტრში? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე
„კვარა ცენტრში? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე