ვინ არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორი საშუალო შედეგიანობის მიხედვით?
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ჩემპიონთა ლიგაზე საშუალო შედეგიანობის მიხედვით მოწინავე ათეული დასახელდა, რომელშიც კრიშტიანო რონალდუ ხუთეულს მიღმაა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს ჩატარებულ 147 შეხვედრაში 110 გოლი აქვს გატანილი, რაც უდაოდ ბრწყინვალე შედეგია, თუმცა მისი ეფექტურობა 0.76-ია და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "ბარსას" ათიანს ლეო მესის, მის ანგარიშზე 118 შეხვედრაში 97 გოლია და მისი საშუალო შედეგიანობა 0.82-ს უტოლდება. არგენტინელი სიაში მე-5 ადგილზეა.
საშუალო შედეგით ჩემპიონთა ლიგის (თასის) ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გერმანელი გერდ მიულერია. "ბაიერნის" ლეგენდარულ ფორვარდს 35 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საშუალოდ მატჩში 0.97 გოლი გაჰქონდა.
საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. გერდ მიულერი ("ბაიერნი") - 35 მატჩი, 34 გოლი - საშუალო შედეგიანობა 0,97
2. ჟოზე ალტაფინი ("მილანი", "იუვენტუსი") - 28 მატჩი, 24 გოლი - 0,86
3. ფერენც პუშკაში ("ჰონვედი", "რეალი") - 41 მატჩი, 35 გოლი - 0,85
4. ალფრედო დი სტეფანო ("რეალი") - 58 მატჩი, 49 გოლი - 0,84
5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 118 მატჩი, 97 გოლი - 0,82
6. აგუაში ("ბენფიკა") - 22 მატჩი, 18 გოლი - 0,82
7. ჟან-პიერ პაპენი ("მარსელი", "მილანი") - 37 მატჩი, 28 გოლი - 0,76
8. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერი", "რეალი") - 147 მატჩი, 110 გოლი - 0,76
9. ეუსებიო ("ბენფიკა") - 63 მატჩი, 47 გოლი - 0,75
10. რუდ ვან ნისტელროი ("პსვ","მანჩესტერი","რეალი") - 87 მატჩი, 60 გოლი - 0,70