გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

მძიმე ტრავმას გადაურჩა | როდის დაბრუნდება ჭიკაძე ოქტაგონზე?

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა, რომლის გამოც, ჯოშ ემეტთან ჩხუბს ჩაეხსნა. „ნინძას“ თქმით, დაზიანება სერიოზული არაა და ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზად 2024 წლის დასაწყისში იქნება.

„მოგესალმებით. როგორც იცით, ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩავეხსენი, რადგან საზარდულის დაზიანება მივიღე. მადლობა ღმერთს, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ექიმებმა ღეროვანი უჯრედებით მიმკურნალეს. იმედი გვაქვს, ძალიან მალე დავბრუნდები და 2024 წლის დასაწყისისთვის მზად ვიქნები.

იანვარი ან თებერვალი, ვნახოთ, რა მოხდება. ემეტი არ აპირებს, დამელოდოს და ახალ მეტოქეს ეძებს. მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ თუ მოცდას გადაწყვეტს, რამდენიმე კვირის შემდეგ, ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვიქნები“, - განაცხადა გიგამ.

შეგახსენებთ, რომ „ნინძას“ კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა. გიგამ ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა