გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: ბითაძის ორლანდომ 9-მატჩიანი მოგებათა სერია ბრუკლინთან დაასრულა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მიჯრით 9-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და „ბრუკლინთან“ 101:129 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტოში იმყოფებოდა და ჯამში 15:26 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება იყო. გოგამ 6 სროლიდან 1 გამოიყენა, 2 საჯარიმოდან ასევე 1 ჩააგდო.

„ბრუკლინმა“ თამაშში გარდატეხა პირველივე მეოთხედში შეიტანა, როცა 43:22 მოიგო. ამის შემდეგ, „ორლანდომ“ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შეძლო.

შეხვედრაში საუკეთესო „ბრუკლინელი“ მიკალ ბრიჯესი იყო, რომელმაც 42 ქულა ჩააგდო. „ორლანდოდან“ კი 20 ქულით კოულ ენტონი გამოირჩა.

„ორლანდოს“ ამჟამად 14 მოგება და 6 მარცხი აქვს. აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მორიგი აღიარება | ქართველი კალათბურთელი თვის სიმბოლურში
შენგელიას მორიგი აღიარება | ქართველი კალათბურთელი თვის სიმბოლურში