შავი ლომი
Aa
Aa

იბერიანსი განადგურებულია - შავი ლომი ფინალში გავიდა

რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში, ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, ძალიან მარტივად 41:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ქართველებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც ჩვენებურების სასარგებლოდ 27:0 დასრულდა. სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეიცვალა და „შავმა ლომმა“ კიდევ ორი ლელო დადო.

„შავი ლომის“ მხრიდან ლელოები ლუკა მატკავამ, აკაკი ტაბუცაძემ, ილია სპანდერაშვილმა(2), მამრიკიშვილმა და სანდრო თოდუამ დადეს.

ცნობისთვის, ქართული ფრენჩაიზის მოწინააღმდეგე რაგბი ევროპის სუპერ თასზე თელ ავივ ჰითსსა(ისრაელი) და ვულვზს(რუმინეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ულამაზესი გოლები - კოლხეთი 1913 კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ულამაზესი გოლები - კოლხეთი 1913 კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა