ლუკა მაისურაძე, სანშირო მურაო
Aa
Aa

ტოკიოს გრანდ სლემი: მაისურაძე ფინალში დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს 2023 წლის ბოლო გრანდ სლემი დაიწყო. მედლებისთვის დღეს 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საბოლოოდ ფინალურ ბლოკში კი 3 მათგანი მოხვდა. 2 ბრინჯაოსა და 1 ოქროს მედლის შანსი გვქონდა.

ფინალში მხოლოდ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში რთულ ბრძოლაში კორეელი განკი შებოჭვის ილეთით დაამარცხა. ფინალში კი მისი მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. არბიტრის სიმპათიები მასპინძლის მხარეს იყო და მაისურაძეს ერთი ზედმეტი შიდო უჩვენა (ჯამში 2). საბოლოოდ, დამატებით დროში ლუკას მეტი აქტიურობა მართებდა, მურაომ კი ამით ისარგებლა და იპონით დაამარცხა.

 

მთლიანობაში იაპონელმა ფინალი უკეთ ჩაატარა და დამსახურებულადაც მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ 73 კგ. კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ნახევარფინალში ჰაშიმოტოსთან დამარცხების შემდეგ, ტერაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ ლის დაუპირისპირდა და ვაზარით სძლია.

მეორე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ეთერ ლიპარტელიანი ტაივანელ ლიენსთან შემბოჭავი ილეთით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ტოკიოს გრანდ სლემზე გამომსვლელი დანარჩენი 4 ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ), ლუკა ბაბუციძე (90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს სამწუხაროდ ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„17 თებერვალს ჩემპიონები ვიქნებით“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელებში
„17 თებერვალს ჩემპიონები ვიქნებით“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელებში