პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“
Aa Aa
30 ნოემბერი 2023  |  20:00

პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის მენეჯერმა, საიათ აბდრახმანოვმა მისი კლიენტისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზე ისაუბრა. აბდრახმანოვის თქმით, იანი „მანქანასთან“ ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ყოფილა და მარცხი ამან განაპირობა.

„ზუსტად ვიცი, რა მოხდა. ვფიქრობ, თავად პიოტრი ამას საჯაროდ არ იტყვის და ამის გაჟღერება მეც არაფერს მომცემს. იანმა ოქტაგონზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მოხდა ის, რაც მოხდა. თუ ვინმე მის უნარებს მხოლოდ ამ ჩხუბზე დაყრდნობით აფასებს, მისი ძველი ბრძოლებიც უნდა გაიხსენოს.

MMA-ის ნებისმიერი ქომაგი, რომელიც პიოტრის კარიერას თვალს ადევნებს, უნდა ხვდებოდეს, რომ მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვითარება ვერ გამოვასწორეთ. იანმა ჩხუბი გადაწყვიტა, პრობლემები არ გაასაჯაროვა და ასეთი შედეგი მივიღეთ. ხალხს დასკვნები გამოაქვს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც აქვს. მე კი აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი და ვიცი, რა მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და სამივე რეფერიმ მას ყველა რაუნდი მისცა - 50:45, 50:45, 50:45.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფლორენტინო პერესი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ფლორენტინო პერესი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა