6:0 6:0 - გორგოძემ ბუენოს აირესში გაიბრწყინა
Aa
Aa

6:0 6:0 - გორგოძემ ბუენოს აირესში გაიბრწყინა

არგენტინაში, კონკრეტულად კი ბუენოს აირესში საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება. იქამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც დღეს ეკო გორგოძემ იასპარეზა.

ქართველი ჩოგბურთელი ფრეია ქრისტის დაუპირისპირდა და უშანსოდ, ორ სეტში 6:0 6:0 დაამარცხა.

პირველ სეტში გორგოძემ 3 ბრეიკი შეასრულა და საკუთარ ჩაწოდებაზე მოწინააღმდეგეს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა. იდენტური სცენარით წარიმართა მეორე სეტი და ეკო ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდება, რომელსაც WTA-ს რეიტინგის 290-ე ნომერი გახლავთ. ცნობისთვის, ლეპჩენკო და გორგოძე კარიერაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

კრისტალსპორტი - ეკატერინე გორგოძის გენერალური სპონსორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები