ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მორიგი მარცხი - ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება

პორტუგალიაში, მაიას ჩელენჯერის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ გავიდა, კვალიფიკაციის საწყის ეტაპზე ბასილაშვილი პორტუგალიელ როდრიდო ფერნანდეშთან სამ სეტში დამარცხდა  - 2:6, 7:5, 6:7 (5:7).

17 წლის პორტუგალიელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 1398-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი, რომელიც ერთ დროს მე-16 ჩოგანი იყო, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 591-ე ადგილზეა. 31 წლის ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში დიდი რეგრესი აქვს, ტრავმის შემდეგ კარიერა ოქტომბერში განაახლა, თუმცა მას შემდეგ 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.

პორტუგალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 118 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები