ხვიჩა კვარაცხელია, ვლადიმირ ვაისი
Aa
Aa

„მსოფლიო დონის მოთამაშეა“ | რა თქვა ვაისმა ხვიჩაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, რომელიც „სლოვანს“ უდგას სათავეში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა Championat.com-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „კვარას“ „ნაპოლიში“ ყველაფერი წინ აქვს.

„აქვს თუ არა ხვიჩას ნაკლებად კაშკაშა სეზონი? კვარაცხელია გამორჩეული მოთამაშეა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. მან ნაკრებში გამართულ ორ შეხვედრაში დაამტკიცა, რომ მხოლოდ ევროპის დონის კი არა, მსოფლიო დონის ფეხბურთელია და წარმატებას ვუსურვებ.

ნაპოლიმ წამყვანი მოთამაშეები გაყიდა და ისე აღარ უმართლებს, როგორც ადრე უმართლებდა. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მათ ყურადღებას უთმობენ და მჯერა, ნაპოლიში კვარაცხელიას დრო აუცილებლად მოვა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე