ლიონელ მესი, როდრიგო დე პაული, მანუელ უგარტე
Aa
Aa

ვიდეო ჩავრთე და სიკვდილი მინდოდა - უგარტეს ბოდიში დე პაულს

მანუელ უგარტემ როდრიგო დე პაულს უხამსობის გამო ბოდიში მოუხადა.

არგენტინა-ურუგვაის მატჩის 21-ე წუთზე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, როცა მანუელ უგარტემ როდრიგო დე პაულს უხამსი ჟესტი უჩვენა. არგენტინამ ჯარიმა დაარტყა, შემდეგ კი დე პაულსა და უგარტეს შორის კამათი გაგრძელდა. პსჟ-ს ნახევარმცველმა არგენტინელს ჟესტი არ აკმარა და უხამსად მიმართა: „მესის მწ**ელი ხარ!“

ახლხან, მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ უგარტემ Sport890-თან ინტერვიუში შემდეგი რამ თქვა: „იმ მომენტში ჩემი ქმედება არ გამიაზრებია. ალბათ, ეს გაუაზრებლად გავაკეთე. როგორც მითხრეს ჩემი უხამსი ჟესტი ვირუსულად გავრცელდა. როცა ეს ვიდეო ვნახე, ვიფიქრე: „ცხოველი ვარ’’. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ სიკვდილი მინდოდა, ეს კარგი არ იყო.

მათთან არ მისაუბრია, თუმცა მინდა ბოდიში მოვუხადო. ისეთი რამ გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა’’.

ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ლეო მესიმ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ასეთი მატჩებისთვის მსგავსი ეპიზოდები ნორმალურია. ურუგვაი ყოველთვის ასეთია. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მირჩევნია რასაც ვფიქრობ არ ვთქვა. ურუგვაის ახალგაზრდა და კარგი თაობა ჰყავს, მაგრამ მათ უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ. ეს მატჩები ყოველთვის დაძაბული იყო, თუმცა ასევე ფეხბურთელებს შორის დიდი პატივისცემა იყო. მათ ცოტათი მეტის სწავლა მართებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები