ევერტონი
Aa
Aa

ევერტონს 10 ქულა ჩამოაკლეს | კანფეტებს 4 ქულა დარჩათ

„ევერტონს“ ფინანსური წესების დარღვევების გამო, 10 ქულა ჩამოაკლეს. პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული ვერდიქტისა და „კანფეტების“ წინააღმდეგ გატარებული სანქციების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

პრემიერ ლიგამ დამოუკიდებელ კომისიას 2023 წლის დასაწყისში მიმართა და საუბარი 2021/22 წლების სეზონის ბოლოს ეხება, როცა „ევერტონის“ ზარალმა 124.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. პრემიერ ლიგის ფინანსური წესების მიხედვით, კლუბებს არ აქვთ უფლება, 3-წლიან პერიოდში მათმა წაგებამ 105 მილიონზე მეტი შეადგინოს.

დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებას „ევერტონიც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვერდიქტის გამო, კლუბი შოკირებული და იმედგაცრუებულია. „კანფეტების“ მიხედვით, მათ წინააღმდეგ გატარებული სანქციები არაკანონზომიერი და უსამართლოა. ლივერპულელები აპირებენ, დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

10 ქულის დაკლება პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში უკვე აისახა. „ევერტონს“ 4 ქულა აქვს, მე-19 ადგილზე იმყოფება და მე-17 პოზიციაზე მყოფ „ლუტონს“ 2 ქულით ჩამორჩება. „კანფეტები“ მომდევნო შეხვედრას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“