პიოტრ ჟიელინსკი
Aa
Aa

ზიელინსკი: საუდის არაბეთი? ფული ყველაფერი არ არის

პიოტრ ზიელინსკიმ პოლონეთის ნაკრებში ყოფნისას პრესასთან ისაუბრა და თავის ნეაპოლურ კარიერაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

პოლონელმა საუდის არაბეთიდან არსებულ შემოთავაზებაზე ისაუბრა:

„დიახ, მართალია, რომ საუდის არაბეთიდან შემოთავაზება მაქვს, მაგრამ მე ევროპაში დავრჩენილიყავი და რაღაც უფრო მეტი მიმეღო. მეთამაშა ისეთ ტურნირზე როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გადავწყვიტე, რომ ახლა ფულზე გამოდევნების დრო არ იყო. ფული ყველაფერი არ არის. ვიცი, რომ მომავალში შესაძლოა მსგავსი ხელსაყრელი შეთავაზება კვლავ მივიღო, მაგრამ ჯერჯერობით ევროპაში დარჩენა უკეთეს ვარიანტად მიმაჩნია.

რაც შეეხება ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ ყველაფერზე ჩემი აგენტი ზრუნავს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ კონტრაქტი გახანგრძლივდეს. მე კი ორიენტირებული ვარ, რომ ნაპოლის მაისურით მაქსიმუმი გავაკეთო, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი“.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე დე ლაურენტისმა ზიელინსკის აგენტს გაზრდილ ანაზღაურებაზე უარი უთხრა. როგორც თავად პოლონელმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ“ - მესი უგარტეს უხამს ჟესტზე
„უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ“ - მესი უგარტეს უხამს ჟესტზე