საქართველო VS შოტლანდია: სანიოლის სასტარტო 11-ეული ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-7 შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო თერთმეტეული შეარჩია.
(3-5-2): მამარდაშვილი, კვერკველია-კაშია-ლოჩოშვილი, კაკაბაძე-შენგელია, კვეკვესკირი-ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ტრავმის შემდეგ გუნდს ოთარ კაკაბაძე დაუბრუნდა და მარჯვენა „ვინგბექის“ ადგილი დაიკავა. მარცხნივ კი ირაკლი აზაროვის ნაცვლად ლევან შენგელია ითამაშებს, რომელმაც ბოლო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა.
სანიოლმა ამჯერადაც დავითაშვილს ჩაკვეტაძე ამჯობინა და აქცენტი უფრო ბურთის ფლობასა და ცენტრალური ზონის დატვირთვაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო და ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა 19 ნოემბერს (23:45) ესპანეთთან სტუმრად გველის.