რაჰიბა ისმაილოვა
Aa
Aa

პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - რაჰიბა ისმაილოვამ ბრინჯაო გაინაღდა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ევროპის 22-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს პირველი მედალი რაჰიბა ისმაილოვამ მოუტანა.

რუსთაველმა მოკრივემ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გუნდის ერთადერთი ქალი წარმომადგენელია, 48 კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი მეჰფარა მამადოვა დაამარცხა და მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა.

ტურნირზე გამოსვლას ქართველი მოკრივეებიდან ნაკრების კაპიტანი ლაშა გაგნიძე, ლუკა ნიქაბაძე და გიორგი გუცაევი განაგრძობენ.

ლუკა კუბლაშვილი კი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ბრძოლას ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ისიც მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხაბიბის მამა ალბათ საფლავში ბრუნავს“ | კონორის განცხადება სოციალურ ქსელში
„ხაბიბის მამა ალბათ საფლავში ბრუნავს“ | კონორის განცხადება სოციალურ ქსელში