გიორგი გულიაშვილი, ველეზ მოსტარი
Aa
Aa

დუბლი ზრინსკისთან - გიორგი გულიაშვილის კარგი მატჩი ბოსნია და ჰერცეგოვინაში

ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი გულიაშვილის „ვერეზ მოსტარი“ საკუთარ მოედანზე „ზრინსკის“ შეხვდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი პირველივე წუთიდან მასპინძელთა შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელმა „ზრინსკის“ კარში დუბლი შეასრულა.

ანგარიში 41-ე წუთზე ჰაშკიჩმა გახსნა, რომელმაც ვეჰაბოვიჩის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მცველების შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია, 79-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ შეძლო „ზრინსკის“ ფეხბურთელების შეცდომის გამოყენება და მეკარეს ამჯერადაც არ დაუტოვა შანსი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი ადგილობრივი „სარაევოს“ საკუთრებაა და სეზონის ბოლომდე „ველეზ მოსტარშია“ განათხოვრებული. ამ კლუბის მაისურით, გულიაშვილმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

14 ტურის შემდეგ, „ველეზ მოსტარი“ ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ბორაცს“ 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები