მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„შეტევაში დიდი სიცარიელე დაგვიტოვა“ - მეცში მიქაუტაძეს მისტირიან

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდი, „მეცი“ სტუმრად „ნანტის“ დაუპირისპირდება. მატჩამდე 1 დღით ადრე, კლუბის ოფიციალური ფანკლუბის, Socios FC Metz-ის ხელმძღვანელმა Tribune Nantaise-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.

რა წერია ინტერვიუში:

რას ველოდები ამ თამაშისგან? როდესაც ტოპ 5 ლიგაში ხარ გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ საგოლე შანსს ქმნის, კარგს ნამდვილად არ ველი. ამ ზაფხულს, „მეციდან“ გიორგი მიქაუტაძის წასვლამ თავდასხმაში დიდი სიცარიელე დატოვა და ჩვენი შეტევა ანიმაციური გახდა. ჩვენი საუკეთესო ბომბარდირის ჩანაცვლებას დრო სჭირდება, ძალიან დიდი დრო... მიქაუტაძის შემცვლელად, კლუბმა 3 მოთამაშე მოიყვანა, მაგრამ კარის ბადე ჯერ ვერავინ იპოვა. ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს თამაშის წარმართვა და მეტოქის საჯარიმოში მოხვედრა. ამას, გადამწყვეტ ზონებში შეცდომებიც ემატება. ჯერჯერობით, მე-16 ადგილზე ვართ და უკეთესის იმედი არ გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ადგილზე ვართ და კლუბს ყოველთვის გვერდში დავუდგებით. საკმაოდ გრძელი და რთული სეზონი გვექნება ამ ადგილის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რითაც გუნდის ლიგა 1-ში დაწინაურებაში ლომის წილი დაიდო. მიმდინარე წლის ზაფხულში, ქართველი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ ამსტერდამის „აიაქსმა“ შეიძინა.

„აიაქსში“ გადასვლამდე მიქაუტაძემ ყოფილი გუნდის შემადგენლობაში ლიგა 1-ში 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში „მეცს“ საფრანგეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის 10 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელი | GiveMeSport-ის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა
მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელი | GiveMeSport-ის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა