ძაძა:
Aa
Aa

ძაძა: "თუკი მეორეზე გავედი, ლა ლიგას მივმართავ, პრიზი მე გადმომცეს"...

ლა ლიგის მე-9 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "მესტალიაზე" ჩატარდა, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ვალენსიამ", ანდალუსიური "სევილია" 4:0 გაანადგურა.

შეხვედრის 51-ე წუთზე, თავისი გოლი სიმონე ძაძამ შეაგდო, რომელსაც 8 გოლი მოუგროვდა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება. ძაძამ ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მესი არ ითვლება. ის ჩემთვის საუკეთესოა, ისევე როგორც რონალდუ, რომელიც ამ სეზონში იმდენად სტაბილურად გატანას ვეღარ ახერხებს, როგორც ყოველთვის.

ასე რომ, თუკი სეზონს ბომბარდირთა დავის მე-2 ადგილზე დავასრულებ, ლა ლიგას მივმართავ, რომ პრიზი მე გადმომცეს".

მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში მესის 11 გოლი აქვს გატანილი, ძაძა 8 ბურთით მე-2 პოზიციაზეა, მის შემდეგ კი, "ვილიარეალის" ფორვარდი სედრიკ ბაკამბუ (7) და "ბეტისის" შემტევი ანტონიო სანაბრია (6) მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები