მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

პერესმა გადაიფიქრა - მბაპე რეალში შემდეგ წელს ვერ გადავა

სპორტულ მედიაში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ ფლორენტინო პერესმა შემდეგ ზაფხულში კილიან მბაპეს გადმოყვანა გადაიფიქრა.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com კი ამის მიზეზებზე წერს.

რას წერს Goal.Com?

„მადრიდულ გრანდს წლებია კილიანის გადაბირება სურს, მაგრამ ის „სამეფო კლუბში“ მომავალ წელს იმ შემთხვევაშიც არ გადავა, თუ ამის შესაძლებლობა უფასოდ იქნება. მიზეზი კი სამმაგია.

პირველი ის ანაზღაურებაა, რომელსაც მბაპე მოითხოვს. მადრიდში ვარაუდობენ, რომ ის 20 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს და ასევე ბონუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსვლის გამო.

მეორე შედარებით არასერიოზულია. „სამეფო კლუბს“ აქვს მიმართულება, რომლის მიხედვითაც აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კეთდება. ჩუამენი, კამავინგა, ვინისიუსი, ბელინგემი, ენდრიკი.. მბაპე კი მომავალ წელს ერთ თვეში 25 წლის ხდება, ხოლო მომავალ წელს 26-ის.

მესამე მიზეზი კი ყველაზე რეალურია. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი „რეალში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა უარი თქვა და ამით „რეალის“ იმიჯი სერიოზულად შელახა. „ბლანკოსში“ ფიქრობენ, თუ რა გავლენას მოახდენს ის სხვა მოთამაშეებზე. შესაძლოა შიდა სამზარეულო აირიოს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანგი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტი გახდება, მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია კონტრაქტის გახანგრძლივება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სისულელეების კეთებას მოეშვი“ - ბერბატოვმა ანტონის მიმართა
“სისულელეების კეთებას მოეშვი“ - ბერბატოვმა ანტონის მიმართა