Calciomercato: ბრაზილიელი ტალანტისთვის "სიტი" და "რომა" იბრძვიან!
ბრაზილიური „კორინთიანსის“ 17 წლის ტალანტ ვიტინიოს შეძენა „მანჩესტერ სიტისა“ და „რომას“ სურთ.
Calciomercato-ს ინფორმაციით, რომაელთა სპორტული დირექტორი მონჩი ვიტინიოს პირადად აკვირდება და მზადაა, რომ „სიტის“ მასთან დაკავშირებით სატრანსფერო ბრძოლა გაუმართოს.
ვიტინიო ამპლუით შემტევი ნახევარმცველია და ის ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
თინეიჯერი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა.