მილანი, პსჟ
Aa
Aa

პსჟ დამარცხებულია - მილანმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მილანმა“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს, ხოლო „როსონერიმ“ ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და უამრავი მომენტი შეიქმნა. ანგარიში მე-9 წუთზე მილან შკრინიარმა გახსნა, რასაც ძალიან მალე ეფექტური გოლით რაფაელ ლეაუმ უპასუხა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ბურთს ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ უფრო მეტ მომენტს მასპინძლები ქმნიდნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. 50-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაიტანა და „მილანს“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ფრანგი თავდამსხმელის გოლის შემდეგ, სტეფანო პიოლის გუნდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ჯანლუიჯი დონარუმა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „მილანს“ 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. „პარი სენ ჟერმენი“ 6 ქულით მეორეზე, ხოლო „დორტმუნდს“, რომელმაც „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა 7 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში გალიდერდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასა და რასპადორის 1 მომენტიც ეყოთ - ბონუჩი ნაპოლისთან მატჩზე
კვარასა და რასპადორის 1 მომენტიც ეყოთ - ბონუჩი ნაპოლისთან მატჩზე