გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მატჩის მთავარი გმირი იყო“ - მამარდა ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ცოტა ხნის წინ, ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიც იმყოფება.

მიუხედავად „ბილბაოსთან“ გაშვებული 2 გოლისა, მამარდას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, რომელიც ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაუფასა და ტოპ 11-ში მოახვედრა.

„მამარდაშვილი ბილბაო ვალენსიას მატჩის მთავარი გმირი იყო“

- წერს ლა ლიგის გვერდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოსთან შეხვედრაში 5 სეივი შეასრულა, მე-60 წუთზე კი დანი გარსიას ეფექტური ბურთი აუღო, რაც საბოლოოდ ტურის საუკეთესო სეივებს შორის მოხვდა.

11 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება, ბილბაოს „ატლეტიკი“ კი 18 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ. მამარდას გუნდის მეტოქე „ლოგრონესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა-რეალის ანალიზი, ის რაც ბევრს გამორჩა | კვარას პრობლემა!
ბარსა-რეალის ანალიზი, ის რაც ბევრს გამორჩა | კვარას პრობლემა!