ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

53-მატჩიანი სერია სრულდება? - მამარდამ შეიძლება შემდეგი მატჩი გამოტოვოს

ესპანეთში, კოპა დელ რეის ჯერი დადგა. „ვალენსია“ პირველ წრეში „ლოგრონესს“ ესტუმრება და დიდი ალბათობით აღნიშნულ დაპირისპირებაში „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი არ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველ მეკარეს არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია. ახლა კი მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. „ჯვაროსნების“ კარის დარაჯის ადგილს, „ვალენსიას“ სათადარიგოთა მეკარე ხაუმე დომენეკი დაიკავებს. ეს ინფორმაცია, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბარახამ გაავრცელა.

რა თქვა ბარახამ?

„ეს არის მატჩი, რომელშიც ისეთ ფეხბურთელებს უნდა მიეცეს სათამაშო წუთები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებიან. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მეკარეებსაც ეხებათ. ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ძირითად შემადგენლობაში დომენეკს განვიხილავთ.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი უკანასკნელად სათადარიგოთა სკამზე 53 მატჩის წინ იჯდა. მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში კი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილსაც აკვირდებიან | რა გეგმები აქვს ჩელსის და რატომ უნდა ახალი მეკარე
მამარდაშვილსაც აკვირდებიან | რა გეგმები აქვს ჩელსის და რატომ უნდა ახალი მეკარე