გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ტურის TOP სეივებს შორის - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია

ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ბილბაოს ატლეტიკთან გიორგი მამარდაშვილის მოგერიება მე-11 ტურის საუკეთესო სეივებს შორის შეიყვანა.

ლა ლიგის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვნახულობთ, რომ ქართველი მეკარის სეივი საუკეთესო ხუთეულში მე-2 ადგილს იკავებს და მას მხოლოდ „ხეტაფეს“ მეკარე, დავიდ სორია უსწრებს, რომელმაც სეივი „მალიორკას“ წინააღმდეგ შეასრულა.

საუკეთესო ხუთეულში ასევე არიან ალვარო ვალესი („ლას პალმასი“), კეპა (მადრიდის „რეალი“) და ორიან ნაილანდი („სევილია“).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოსთან შეხვედრაში 5 სეივი შეასრულა, მე-60 წუთზე კი დანი გარსიას ეფექტური ბურთი აუღო, რაც საბოლოოდ ტურის საუკეთესო სეივებს შორის მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი