ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი რეიტინგის 234-ე ნომერთან - ბასილაშვილი ბერგამოში ვერ ითამაშებს

სულ მალე ბერგამოში ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. იქამდე კი აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ სტადიაზე გაიმარჯვა და დღეს ფინალში თამაშობდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი რეიტინგის 234-ე ნომერთან, ბილი ჰარისთან 2 სეტში 5:7 1:6 დამარცხდა და ბერგამოში ვერ იასპარეზებს.

ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში ვიხილეთ. მეტიც, ბასილაშვილმა მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ჰარისმა უკუბრეიკი უმალ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, გამოცდილმა ქართველმა თავისი ჩაწოდება წააგო და ბრიტანელმა სეტზე უშეცდომოდ ჩააწოდა.

მეორე სეტი კი სრული კატასტროფა იყო. ბასილაშვილმა თავისი 3 ჩაწოდება წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო. ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა - 6:1.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 393-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინიაკი უილიამსი: „გოლის გატანის შანსები მქონდა, მაგრამ მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო“
ინიაკი უილიამსი: „გოლის გატანის შანსები მქონდა, მაგრამ მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო“