ფინიქს სანსი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, მილუოკი ბაქსი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, დემიენ ლილარდი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

ლებრონმა დურანტს მოუგო - ლილარდმა ფილადელფიას 39 ქულა ჩაუგდო

გამთენიისას NBA-ში 2 შეხვედრა გაიმართა. „მილუოკი“ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 118:117 მოუგო. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ კი „ფინიქსს“ 100:95 სძლია.

იანისისა და ლილარდის „ბაქსმა“ ჯოელ ემბიდის „სიქსერსს“ პირველი მეოთხედი 30:23 მოუგო, თუმცა ამის შემდეგ, პარკეტზე თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, სადაც გამარჯვებული შეხვედრის ბოლომდე ვერ გამოვლინდა.

სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში „მილუოკის“ მხრიდან ყველაზე მეტი და ზოგადად მატჩშიც ყველაზე შედეგიანი დემიან ლილარდი იყო - „დეიმ დოლამ“ 37 წუთში 39 ქულა, 8 მოხსნა და 4 გადაცემა გაიფორმა. ეს კი რეკორდია - ლილარდი NBA-ს ისტორიაში ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდები მოთამაშე გახდა.

იანისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 23 ქულა, 13 მოხსნა.

„ფილას“ რიგებში 31 ქულით საუკეთესო ტაირის მაქსი იყო. კელი ჯუნიორს 27 ქულა, ხოლო ჯოელ ემბიდს 24 ქულა ჰქონდა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „ლეიკერსმა“ „ფინიქსთან“ პირველი მეოთხედის 18:30-ის წაგების შემდეგ, თავისი თამაში იპოვა და დარჩენილ სამ მეოთხედში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.

„სანსმა“ მესამე მეოთხედში უპირატესობა დაიბრუნა, თუმცა დასკვნითი 12 წუთი „ელეიმ“ საოცრად ჩაატარა და 28:11 მოიგო.

„ფინიქსის“ რიგებში და მთლიანად შეხვედრაშიც ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი იყო - 39 ქულა, 11 მოხსნა. ერიკ გორდონს 15 ქულა ჰქონდა.

„ლეიკერსის“ რიგებში ენტონი დევისმა 32 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 9 გადაცემა ჩაიწერა.

ეს ორივე გუნდისთვის სეზონის მეორე თამაში იყო. მათ ანგარიშზე თითო მოგება და თითო მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA დაბრუნდა | დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა, ფინიქსმა გოლდენ სტეიტს მოუგო
NBA დაბრუნდა | დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა, ფინიქსმა გოლდენ სტეიტს მოუგო