ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

დიდი დაბრუნება მძიმე ავარიის შემდეგ! - წივწივაძის 2 ოქრო და ჩემპიონობა კვიპროსში

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე მძიმე ავარიის შემდეგ ნიჩბოსნობას დაუბრუნდა და კანოეში, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

19 წლის ნიჩბოსანმა კვიპროსში გამართულ ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. წივწივაძემ შეჯიბრი 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მიმდინარე წლის მარტში მოყვა. 19 წლის ნიჩბოსანი რუსთავში, საკუთარი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც რუსთავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს შეეჯახა. შედეგად, ახალგაზრდა სპორტსმენი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წივწივაძე კარიერის განმავლობაში ორჯერ გახდა 18-წლამდე ნიჩბოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. ახალგაზრდა სპორტსმენმა ეს 2021 და 2022 წლებში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ხასიათი აქვს და იცის, რატომ არის აიაქსში - არველაძე მიქაუტაძეზე
კარგი ხასიათი აქვს და იცის, რატომ არის აიაქსში - არველაძე მიქაუტაძეზე