მერაბ დვალიშვილი, ჯონათან მარტინესი
Aa
Aa

„ჩვეულებრივი მოჭიდავეა, მისი დამარცხება შემიძლია“ | მარტინესი მერაბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯონათან მარტინესმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მარტინესმა, რომელმაც ქართველი მებრძოლი ადრიან იანესთან მოგებული ჩხუბის შემდეგ გამოიწვია, „მანქანას“ „ჩვეულებრივი მოჭიდავე“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი დამარცხება შეუძლია.

„MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შონ ომალისა და ალჯამეინ სტერლინგის ბრძოლა ამის ნათელი დასტურია. ბევრი ადამიანი გავაოცე, როცა მერაბ დვალიშვილი გამოვიწვიე და ამბობენ, რომ ეს ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია.

ხალხმა შეიძლება თქვას, რომ მერაბი შესანიშნავი მოჭიდავეა, ოქტაგონის ღობესთან მიმიყვანს და შანსს არ დამიტოვებს, მაგრამ არ იციან, რომ მომწონს, როცა ჩემ წინააღმდეგ ჭიდაობენ. სწორედ ამ სტილში ჩხუბი მიყვარს ყველაზე მეტად. როგორც აღვნიშნე, ვთვლი, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია. ის ჩვეულებრივი მოჭიდავეა. ერთი მოძრაობა, მეორე მოძრაობა და შემდეგ ფეხში შედის“.

ცნობისთვის, ჯონათან მარტინესმა MMA-ში 23 შეხვედრა გამართა და 19-ჯერ იმარჯვა. UFC-ში იგი ბოლოს ადრიან იანესს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: არა, კვარაცხელია ჯუნტოლის არ აღმოუჩენია
დე ლაურენტისი: არა, კვარაცხელია ჯუნტოლის არ აღმოუჩენია