ანტონიო ლოპესი, ხოსე ხიმენესი, ლევან სარალიძე, ილია სარალიძე, ლუის მარტინესი, ანდრია კვარაცხელია
Aa
Aa

ვალენსიას ლეგენდამ ნახა და მოეწონა - როგორ მოხვდა 9 წლის ანდრია ღამურების აკადემიაში

ესპანეთში, ემიგრაციაში მყოფი ქართული ოჯახის 9 წლის შვილი, ანდრია კვარაცხელია „ვალენსიას'' აკადემიაში ჩაირიცხა. ესპანეთში გადასვლამდე ანდრია თბილისში, „სელეროს'' აკადემიაში ერთი წელი ვარჯიშობდა, შემდეგ ოჯახმა ესპანეთში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა. უამრავი სირთულის მიუხედავად, რაც გარკვეულწილად ბიუროკრატიულ საკითხებს მოიცავდა, ყველაფერი კარგად დასრულდა, ანდრიამ ბავშვთა ტურნირებზე თავი გამოიჩინა და „ვალენსიას'' აკადემიის ყურადღება დაიმსახურა. ანდრია შემტევია, ცაციაა.

ვიდრე ანდრიას აკადემიაში ჩარიცხვის პროცესზე ვრცლად გეტყვით, უნდა ვახსენოთ „ვალენსიას'' ლეგენდარული ფეხბურთელი რიკარდო არიასი, რომელმაც „ღამურებთან'' ერთად თასების მფლობელთა თასი (1979-80), ევროპის სუპერთასი (1980) და ესპანეთის თასი (1978-79) მოიგო. „ვალენსიას'' მხრიდან ანდრიას თამაში პირველად სწორედ რიკარდო არიასმა ნახა.

რიკარდო არიასის როლი და ანტონიო ლოპესის დამსახურება

„ვალენსიაში'' რიკარდო არიასი საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. CrystalSport-ის ცნობით, რიკარდო არიასი ბავშვთა ტურნირებს აქტიურად ესწრება, ერთ-ერთ ტურნირზე ანდრია კვარაცხელიას თამაში ნახა, მოეწონა და ანდრიას მამას ესაუბრა, უთხრა რომ ანდრიას აკვირდებოდნენ, მისი თამაში მოსწონდათ. შემდგომში ანდრიას შესახებ რიკარდო არიასმა „ვალენსიას'' აკადემიის სკაუტთა დეპარტამენის კოორდინატორს, ხოსე ხიმენესს აცნობა. ზოგადად, თუ „ვალენსიას'' წარმომადგენლები ქართველ ფეხბურთელებს ნახავენ, KHALENA SPORT-ს უკავშირდებიან, რომელსაც ლევან სარალიძე, ილია სარალიძე და ანტონიო ლოპესი წარმოადგენენ.

9 წლის ანდრია მამასთან, ძმებთან და რიკარდო არიასთან ერთად

ამის შემდეგ მოლაპარაკების განვითარება და დასრულება ანტონიო ლოპესის დამსახურებით მოხდა. მას „ვალენსიაში'' დიდი ავტორიტეტი აქვს, ხოსე ხიმენესი და ლუის მარტინესი („ვალენსიას'' აკადემიის გენერალური დირექტორი) ანტონიოს სიტყვასა და პროფესიონალიზმს დიდ პატივს სცემენ. ასევე გეტყვით, რომ როცა მამარდაშვილი „ვალენსიაში'' გადადიოდა, ქართველ მეკარესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხსენებულმა ხოსე ხიმენესმა მიიღო.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში KHALENA SPORT-ის დახმარებით 16 წლის ქართველმა მეკარემ, დავით ღვარძელაშვილმა კონტრაქტი „ვილიარეალის'' აკადემიასთან გააფორმა.  ღვარძელაშვილის გარდა გიორგი ქოჩორაშვილთან და გიორგი ჯინჯოლავასთან თანამშრომლობენ. ასევე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ტრანსფერში მონაწილეობდნენ.

ფოტოზე: ლევან სარალიძე, გიორგი მამარდაშვილი, ანტონიო ლოპესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები