საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი თავისი რიგებიდან გარიცხა
Aa
Aa

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი თავისი რიგებიდან გარიცხა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (ROC) თავისი რიგებიდან გარიცხა. რუსებმა ერთი კვირის წინ, ყველანაირი საერთაშორისო კანონი დაარღვიეს.

კერძოდ, რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები თავიანთ რიგებში მიიღეს.

სოკ-ის კომუნიკაციების დირექტორმა მარკ ადამსმა რუსების გარიცხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2023 წლის 5 ოქტომბერს მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება - უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფი რეგიონული სპორტული ორგანიზაციების (კერძოდ დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე) იურისდიქციაში ჩართვის შესახებ წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას. ვინაიდან ეს არღვევს უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სასჯელი ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ისინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ვერანაირ დახმარებას ვეღარ მიიღებენ“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელით რუს სპორტსმენებს და შეძლებენ, თუ არა ისინი ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშით ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გატანა შესძლებია“ | ნიდერლანდური პრესა მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშზე
„გოლის გატანა შესძლებია“ | ნიდერლანდური პრესა მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშზე