ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ისტორიული მატჩი მიხეილ მესხზე - საქართველომ ტაილანდს 8:0 მოუგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში „მიხეილ მესხზე“ ტაილანდს უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა.

შეხვედრაში გოლების ავტორები დავითაშვილი (2), ლოჩოშვილი, მიქაუტაძე (4) და კვარაცხელია გახდნენ.

ვილი სანიოლმა შემადგენლობა გადაახალისა და შანსი ბევრ მოთამაშეს მისცა. მეტოქის დაბალი დონიდან გამომდინარე ამ მხრივ კარგი მატჩი გამოვიდა, სადაც თავი ბევრმა გამოიჩინა.

ტაილანდთან მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, რადგან ერთბაშად 3 რეკორდი დავამყარეთ:

1 - აქამდე პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებს 6-ბურთიანი სხვაობით არასდროს ჰქონდა მოგებული. ტაილანდს კი 6:0 მოვუგეთ.

2 - ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

3 - საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. ამ დღემდე რეკორდი სომხეთთან 7:0 იყო.

 

რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებს, მათ ბოლოს ყველაზე დიდი ანგარიშით 0:4 ურუგვაისთან 2019 წელს წააგეს. დღეს კი 0:8 დამარცხდნენ.

საქართველო: (3-4-2-1) ლორია, კვერკველია (58 - კაშია), გელაშვილი, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე, ქოჩორაშვილი (46 -  ალთუნაშვილი), მექვაბიშვილი, შენგელია (74 - აზაროვი), ჩაკვეტაძე (58 - სიგუა), მიქაუტაძე (58 - კვარაცხელია), დავითაშვილი (46 - ზივზივაძე).

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი კვირას 17:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ „მიხეილ მესხზე“ კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი: ფინეთი VS საქართველო | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში
ფუტსალი: ფინეთი VS საქართველო | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში