ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ალბერტო ბიგონი
Aa
Aa

„კვარა ნაკლებად მშიერია, ამ ნაპოლიში სპალეტისაც პრობლემები ექნებოდა“ - ალბერტო ბიგონი

ალბერტო ბიგონი „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში, 1989-90 წლების სეზონში, „ნაპოლისთან“ ერთად „სკუდეტო“ მოიგო. Il Mattino-მ მას ინტერვიუ ჩამოართვა და ბიგონიმ რუდი გარსიას „პარტენოპეიში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„როცა კლუბის პრეზიდენტს მთავარ მწვრთნელთან კომუნიკაცია და ჰარმონიული ურთიერთობა არ აქვს, გუნდის თავკაცი გასახდელში თავმოჭრილი შედის. ის მოსიარულე ზომბის ჰგავს. გასახდელში ვინც არ უნდა შედიოდეს, მას კლუბის სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და ეჭვგარეშეა, რომ დე ლაურენტისის სიტყვებმა გარსიას დელეგიტიმაცია მოახდინეს.

დამერწმუნეთ, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლიში რომ დარჩენილიყო და 3-4 თვე ისე გასულიყო, გუნდს შედეგები ვერ დაედო, იგივე მოხდებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ლუჩანოსაც პრობლემები შეექმნებოდა, რადგან აღარ ეყოლებოდა კიმი და ნაპოლის დაცვაში ბალანსი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც გასულ სეზონში იყო. შესაძლოა, სპალეტის სატურნირო ცხრილის ლიდერთან ამხელა ჩამორჩენა არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემები არსად გაქრებოდა, რადგან გუნდს, რომელიც ჩემპიონი ხდება, ისეთი მოტივაცია აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა და კმაყოფილება ეტყობა. ამ ნაპოლიში ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკლებად მშიერია. მაგალითად, კვარაცხელია. იტალიაში ჭკუა ისწავლეს და მის წინააღმდეგ ორმაგ დაცვას თამაშობენ, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩა ნაკლებად მშიერია, თუმცა, ეს ბუნებრივი მგონია“.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ „მილანი’’ 21 ქულით პირველ ადგილზეა, მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი’’ 14 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში ორმაგი ჩემპიონი გავხდები!“ - თოფურია ვოლკისა და მახაჩევის ბრძოლაზე
„იანვარში ორმაგი ჩემპიონი გავხდები!“ - თოფურია ვოლკისა და მახაჩევის ბრძოლაზე