მიუნხენის ბაიერნი, ჟერომ ბოატენგი
Aa
Aa

ბოატენგის დაბრუნება - 35 წლის მცველი ბაიერნს შეუთანხმდა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 35 წლის ვეტერანი მცველი ჟერომ ბოატენგი მიუნხენის „ბაიერნში’’ ბრუნდება,  მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს 24-48 საათში დადასტურდება.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ბოატენგმა სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების ხანგრძლივობა ცნობილი არაა, შესაძლოა „ბაიერნში’’ იანვრამდე დარჩეს ან სეზონის ბოლომდე.

ბოატენგი გერმანულ გრანდში 2011-21 წლებში თამაშობდა, 25 ტიტული მოიგო, ბუნდესლიგა 9-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2012-13, 2019-20).

გასული ორი სეზონი „ლიონში’’ გაატარა. ფრანგული კლუბი გასულ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. „ბაიერნისა'' და „ლიონის'' გარდა „ჰერტაში'' (2007) და „ჰამბურგსა'' (2007-10) და „მან. სიტიში'' (2010-11) უთამაშია.

გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა (2014).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები