ბაიერნი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

კარგი ამბავი - ნოიერი რამდენიმე დღეში დაბრუნდება

მიუნხენის „ბაიერნის“ ბანაკში სასიამოვნო ინფორმაციაა. მანუელ ნოიერის დაბრუნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ამის შესახებ, „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა ისაუბრა.

ფროინდი:

„ნოიერი ძალიან მალე დაბრუნდება. შესაძლოა საუბარი რამდენიმე დღეზე იყოს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მანუელს ძალიან დიდი დრო გაუცდა და სრული დატვირთვა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, არის იმედი, რომ შემდეგ კვირაში მაინც გუნდთან ერთად ივარჯიშებს.“

შეგახსენებთ, რომ 37 წლის კარის დარაჯმა გასული წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა. რეაბილიტაციას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა და ეს „ბაიერნისთვის“ პრობლემა აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ტომას ტუხელის გუნდს ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ, 13 ქულა აქვს და პირველ/მეორე ადგილს ლევერკუზენის „ბაიერთან“ ინაწილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროტესტი უეფა-ს გადაწყვეტილებას - დანია და შვედეთი რუსეთთან არ ითამაშებენ
პროტესტი უეფა-ს გადაწყვეტილებას - დანია და შვედეთი რუსეთთან არ ითამაშებენ